Jump to content

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება forum.gothic.geზე!
იმისთვის, რომ სრულყოფილად შეძლოთ ფორუმით სარგებლობა (გახსნათ თემები, გამოეხმაუროთ უკვე გახსნილ თემებს და ასე შემდეგ), საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ თქვენ უკვე გავლილი გაქვთ რეგისტრაცია, შეგიძლიათ გაიაროთ ავტორიზაცია.
Photo

Tattoo

Tattoo

  • თუ გსურთ გამოეხმაუროთ თემას გაიარეთ ავტორიზაცია
გამოხმაურებები არ არის

#1
𝕮𝖔𝖚𝖓𝖙𝖊𝖘𝖘 𝕲𝖗𝖊𝖞

𝕮𝖔𝖚𝖓𝖙𝖊𝖘𝖘 𝕲𝖗𝖊𝖞

    Dook-dook

  • Administrator
  • 219 posts
  • სახელი:თეა
სიტყვა „ტატუ“
მოდის ტაიტური ენიდან, სადაც „ტა“ — სურათს, ხოლო „ატუ“ — სულს ნიშნავს.
ტატუს სხვადასხვა სახეობები არსებობდა ოდითგან დაწყებული და თანდათანობით ცვალებადი... აქ ჩამოთვლილია რამდენიმე მათგანი:
 
 
ტატუ თილისმა
 
ტატუს ძველად მაგიური თვისებები მიეწერებოდა და გარკვეული სიმბოლოების სხეულზე დახატვით, ადამიანები თავიანთი რწმენით გარშემო დამცავ ველს იქმნიდნენ. ტატუს იყენებდნენ გათვალვის, შურის, ავადმყოფობის და სხვა უარყოფითი მოვლენების ჯადოსნურ ამულეტად.
 
 
ტატუ როგორც სასჯელი
 
ტატუს ძველად გარკვეული კატეგორიის დამნაშავეებზე დამსჯელ ნიშნადაც გამოიყენებდნენ.
1603–1867 წლებში იაპონიაში ნებისმიერი პირველად ჩადენილი დანაშაულის გამო დამნაშავეს შუბლზე სწორხაზოვან ტატუს ავლებდნენ, განმეორებითზე — თაღოვანს, მესამეზე — კიდევ ერთ სწორს ქვემოთ და ეს სამი ხაზი შეადგენდა იეროგლიფს, რაც აგნიშნავდა სიტყვას „ძაღლი“.
ასევე პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანეტში დეზერტირებს აგნიშნავდნენ D ასოთი...
გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში კი ტყვეებს ტატუს დახმარებით ნომრავდნენ.
 
 
რიტუალური ტატუ
 
არ არის განკუთვნილი უცხო თვალისთვის, არამედ გარკვეული სულების სამართავად, ღმერთების სამსახურად და აღნიშნავს მფლობელის მიერ იდეების ერთგულებას.
გამოიყენებდნენ სხვადასხვა სექტები, ასევე ერთმანეთის ამოცნობის მიზნითაც.
 
 
ეროტიული ტატუ
 
ტატუს ეს ტიპი განკუთვნილია სექსუალური მომხიბვლელობისა და მიზიდულობის ასამაღლებლად. ამ ტატუს ყველაზე ინტიმურ ადგილებზე იკეთებენ. კაცები, უმეტეს შემთხვევაში, ირჩევენ ისეთ წარწერებს, როგორიცაა: „sex machine“ „f**k all“ (თუმცა, ამით უფრო აგრესია გამოიხატება, ვიდრე ეროტიკა) და ა.შ.
ქალები იხატავენ ყვავილებს, ხვლიკებს და ობობებს...
ასევე არსებობს კომერციული, სამახსოვრო, პროფესიული, პატიმართა და სხვა სახეობის ტატუ...

 


tumblr_ovuint8XTM1tf637uo1_1280.gif

When life gives you lemons, read them.











თემას ათვალიერებს 0 მომხმარებელი

0 მომხმარებელი, 0 სტუმარი, 0 ფარულად შემოსული