Jump to content

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება forum.gothic.geზე!
იმისთვის, რომ სრულყოფილად შეძლოთ ფორუმით სარგებლობა (გახსნათ თემები, გამოეხმაუროთ უკვე გახსნილ თემებს და ასე შემდეგ), საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ თქვენ უკვე გავლილი გაქვთ რეგისტრაცია, შეგიძლიათ გაიაროთ ავტორიზაცია.
Photo

ცუდი სიზმრები


  • თუ გსურთ გამოეხმაუროთ თემას გაიარეთ ავტორიზაცია
გამოხმაურებები არ არის

#1
𝕮𝖔𝖚𝖓𝖙𝖊𝖘𝖘 𝕲𝖗𝖊𝖞

𝕮𝖔𝖚𝖓𝖙𝖊𝖘𝖘 𝕲𝖗𝖊𝖞

    Dook-dook

  • Administrator
  • 219 posts
  • სახელი:თეა
„მამიკო, ცუდი სიზმარი ვნახე.“
 
მამაკაცმა თვალები დაახამხამა და იდაყვებზე წამოიწია. საათი წყვდიადში წითლად ელავდა — 3:23.
 
„გინდა საწოლში შემოძვრე და მომიყვე?“
 
„არა, მამიკო.“
 
სიტუაციის უცნაურობამ მამკაცი უფრო მეტად გამოაფხიზლა. ოთახის წყვდიადში ძლივს არჩევდა საკუთარი გაფითრებული ქალიშვილის ფიგურას.
 
„რატომ არა, საყვარელო?“
 
„იმიტომ, რომ ჩემს სიზმარში, როდესაც სიზმრის შესახებ გიამბე, არსება, რომელსაც დედიკოს ტყავი აცვია, წამოჯდა.“
 
მამაკაცმა წუთით თავი პარალიზებულად იგრძნო; ქალიშვილს მზერას ვერ აშორებდა. მის უკან საბანი ამოძრავდა.

tumblr_ovuint8XTM1tf637uo1_1280.gif

When life gives you lemons, read them.











თემას ათვალიერებს 0 მომხმარებელი

0 მომხმარებელი, 0 სტუმარი, 0 ფარულად შემოსული