Jump to content

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება forum.gothic.geზე!
იმისთვის, რომ სრულყოფილად შეძლოთ ფორუმით სარგებლობა (გახსნათ თემები, გამოეხმაუროთ უკვე გახსნილ თემებს და ასე შემდეგ), საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ თქვენ უკვე გავლილი გაქვთ რეგისტრაცია, შეგიძლიათ გაიაროთ ავტორიზაცია.
Photo

გოგონა სურათზე

Creepypasta

  • თუ გსურთ გამოეხმაუროთ თემას გაიარეთ ავტორიზაცია
გამოხმაურებები არ არის

#1
𝕮𝖔𝖚𝖓𝖙𝖊𝖘𝖘 𝕲𝖗𝖊𝖞

𝕮𝖔𝖚𝖓𝖙𝖊𝖘𝖘 𝕲𝖗𝖊𝖞

    Dook-dook

  • Administrator
  • 219 posts
  • სახელი:თეა
Girl.jpg
ერთ სასკოლო დღეს, ბიჭი სახელად ტომი კლასში იჯდა და მათემათიკას სწავლობდა., როდესაც მისი მზერა რაღაცამ დაიჭირა.
მისი მერხი ფანჯარასთან იყო და ის მიბრუნდა, რომ ბალახისთვის გადაეხედა. ბალახზე ფოტო მოჩანდა. სკოლის შემდეგ სწრაფად გაიქცა იმ ადგილისკენ, სადაც ფოტო დალანდა, რომ არავის დაესწრო აღება.
აიღო და გაიღიმა. ფოტოზე ულამაზესი გოგონა იყო, ვინც კი ოდესმე ენახა. გოგონას კაბა, კოლგოტი და წითელი ფეხსაცმელები ეცვა და ხელით მშვიდობის ნიშანს გამოსახავდა.
გოგონა ისეთი ლამაზი იყო, რომ ბიჭს მოუნდა, შეხვედროდა, ამიტომ სკოლა შემოირბინა და ყველას ჰკითხა, იცნობდნენ თუ არა გოგონას ან ჰყავდათ თუ არა ნანახი. მაგრამ ყველამ, ვისაც ჰკითხა, „არა“ უპასუხა. ბიჭი თავს განადგურებულად გრძნობდა.
შინ დაბრუნებულმა უფროს დას ჰკითხა, გოგონას თუ იცნობდა, საუბედუროდ მანაც „არა“ უპასუხა. უკვე ძალიან გვიანი იყო, ამიტომ ტომმა კიბეები აიარა, ფოტო ტუმბოზე მოათავსა და დაიძინა.
შუაღამისას ტომი ფანჯარაზე კაკუნმა გააღვიძა, რომელიც ფრჩხილის ხმას ჰგავდა. ტომი შეშინდა. კაკუნის შემდეგ ხითხითი გაიგონა. ფანჯარასთან ჩრდილი დაინახა, საწოლიდან ადგა და ფანჯრისკენ გასწია, როდესაც მივიდა, ის აღარ ჩანდა.
მეორე დღეს მან მეზობლებს ჰკითხა, გოგონას თუ იცნობდნენ. ყველამ უპასუხა „ვწუხვარ, არა.“ ის თავის ოთახში დაბრუნდა, სურათი მაგიდაზე დადო და დაიძინა.
კიდევ ერთხელ გააღვიძა კაკუნმა. სურათი აიღო და ხითხითს მიჰყვა. გზას გაუყვა, უეცრად მანქანა დაეჯახა და სურათით ხელში მოკვდა.
მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა და შეეცადა დახმარებოდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. უცებ სურათი შენიშნა და აიღო.
მან დაინახა საყვარელი გოგონა, რომელსაც სამი თითი ჰქონდა აწეული.

tumblr_ovuint8XTM1tf637uo1_1280.gif

When life gives you lemons, read them.











თემას ათვალიერებს 0 მომხმარებელი

0 მომხმარებელი, 0 სტუმარი, 0 ფარულად შემოსული