Jump to content

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება forum.gothic.geზე!
იმისთვის, რომ სრულყოფილად შეძლოთ ფორუმით სარგებლობა (გახსნათ თემები, გამოეხმაუროთ უკვე გახსნილ თემებს და ასე შემდეგ), საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ თქვენ უკვე გავლილი გაქვთ რეგისტრაცია, შეგიძლიათ გაიაროთ ავტორიზაცია.
Photo

ეგზორციზმი


  • თუ გსურთ გამოეხმაუროთ თემას გაიარეთ ავტორიზაცია
გამოხმაურებები არ არის

#1
უბრალოდ მწვანე

უბრალოდ მწვანე

    Newbie

  • Member
  • Pip
  • 1 posts

ეგზორციზმი- დემონის ან სულის განდევნა ადამიანისგან ან რაიმე ადგილსგან,  დემონი  არის ზებუნებრივი ძალა, ბოროტი სული რომელიც მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან  "დაიმონ" და ღმერთსა და ადამიანს შორის მდგარ არსებას ნიშნავს.

ეგზორცისტი ხშირად არის მღვდელი ან რომელიმე სასულიერო წოდბის პირი... თუმცა გვხვდებიან ისეთი ეგზორცისტებიც რომლებსაც სასულიერო წოდება არ გააჩნიათ.  ეგზორციზმის რიტუალის დროს იყენებენ წმინდა წყალს, (ნაკურთხ წყალს) , საკმეველს, მარილს, ჯვრებს, ლოცვებს, და სხვა..

 

ეგზორცისტი მშობლიურ ან ლათინურ ენაზე კითხულობს სხვადასხვა ლოცვებს, გამოსახავს ჯვარს და ხელს ადებს შეპყრობილს. ეგზორცისტი მოუხმობს დემონს, რათა ქრისტეს სახელით განდევნოს იგი. ეგზორციზმის სეანსები იქამდე გრძელდება, ვიდრე ეშმაკი ადამიანის სხეულს არ დატოვებს.

მართლმდადიდებლური წესის თანახმად, ასეთ დროს ეგზორცისტისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ის, რომ შესაძლებელია, პროცესის განმავლობაში მას თავად ”ჩაუსახლდეს დემონი” (თავად აღმოჩნდეს მსხვერპლის როლში), ამიტომ აუცილებელია, რომ ადამიანი, რომელიც ატარებს აღნიშნულ რიტუალს, რაც შეიძლება წმინდა (ნაკლებად ცოდვილი) და თავის რწმენაში  დარწმუნებული იყოს. 

თავად  ეგზორციზმის რიტუალირამდენიმე საფეხურისგან შედგება:  

ყოფნა (დასწრება): ეგზორცისტის და მის დამხმარეებს გაცნობიერებული აქვთ, რომ ისინი პირისპირ რჩებიან მათთვის უცნობ არსებასთან. ყველა ღონისძიება, რომელსაც აღნიშნული არსება იღებს მათ წინააღმდეგ, მსხვერპლის უშუალო ქმედებეში გამოიხატება. ეგზორცისტის პირველ და უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს, დააზუსტოს ვისთან აქვს საქმე და რაც მთავარია, გაიგოს მისი სახელი (როგორც წესი ეს ყველაზე რთული საფეხურია).

გატეხვა: ეს არის მომენტი, როდესაც ეშმაკს ”ნიღაბს ხსნიან”, ხდება მისი ”გამოტეხვა/გამოაშკარავება”. ამ დროს იწყება სრული პანიკა, დაბნეულობა, რომელიც გამოიხატება ყვრილში, თვითდაშავებაში, ხავილში და ა.შ. შემდეგ ის იწყებს უშუალოდ მსხვერპლთან საუბარს და თავს არიდებს ეგზორცისტთან კონტაქტს.

ხმა: ეს წინა პუქტის ერთ-ერთი თანმდევი ნაწილია, როდესაც დემონი გამოსცემს ენით აუწერელ ხმას, ადამიანისთვის ყოვლად აუტანელს, ამიტომ ვიდრე დემონი არ გაჩუმდება, იქამდე რიტუალი არ გრძელდება (შეუძლებელია გაგრძელება).

 

გატეხვა: ეს არის მომენტი, როდესაც ეშმაკს ”ნიღაბს ხსნიან”, ხდება მისი ”გამოტეხვა/გამოაშკარავება”. ამ დროს იწყება სრული პანიკა, დაბნეულობა, რომელიც გამოიხატება ყვრილში, თვითდაშავებაში, ხავილში და ა.შ. შემდეგ ის იწყებს უშუალოდ მსხვერპლთან საუბარს და თავს არიდებს ეგზორცისტთან კონტაქტს.

ხმა: ეს წინა პუქტის ერთ-ერთი თანმდევი ნაწილია, როდესაც დემონი გამოსცემს ენით აუწერელ ხმას, ადამიანისთვის ყოვლად აუტანელს, ამიტომ ვიდრე დემონი არ გაჩუმდება, იქამდე რიტუალი არ გრძელდება (შეუძლებელია გაგრძელება).

შეჯახება: ეს არის მომენტი, როდესაც დემონი ჩუმდება, რაც ფაქტიურად ნიშნავს, რომ ზეციურმა ძალამ გაიმარჯვა. ამ მომენტში ეგზორცისტი ერთი–ერთზე რჩება დემონთან ბრძოლაში და ცდილობს, მასზე, რაც შეიძლება დიდი ინფორმაცია მოიპოვოს იმისთვის, შესაძლებელი გახდეს ეშმაკის კონტროლი. დემონსა და მსხვერპლს შორის საკმაოდ მყარი კავშირი არსებობს, ვინაიდან დემონს სჭირდება ადგილი, სადაც ის იარსებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ჯოჯოხეთში დაბრუნება მოუწევს. (თავისი არსით, დემონი  ჯოჯოხეთის გარეთ არსებობისთვის იბრძვის.)

განდევნა/გაძევება: ეს არის ღვთის ნების გამარჯვება, ტრიუმფი. ეშმაკი ტოვებს სხეულს იესოს სახელით.

 

 

წყარო  ... http://www.frontnews...ა-და-რელიგიებში


Edited by Vampire, 23 June, 2015. 22:42:04.
მხოლოდ „ი“ ჩავამატე სათაურში, რომელიც გამორჩა თემის ავტორს.

  • 𝕮𝖔𝖚𝖓𝖙𝖊𝖘𝖘 𝕲𝖗𝖊𝖞 likes this




თემას ათვალიერებს 0 მომხმარებელი

0 მომხმარებელი, 0 სტუმარი, 0 ფარულად შემოსული