Jump to content

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება forum.gothic.geზე!
იმისთვის, რომ სრულყოფილად შეძლოთ ფორუმით სარგებლობა (გახსნათ თემები, გამოეხმაუროთ უკვე გახსნილ თემებს და ასე შემდეგ), საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ თქვენ უკვე გავლილი გაქვთ რეგისტრაცია, შეგიძლიათ გაიაროთ ავტორიზაცია.
Photo

Geek Goth

geek გოთი geek goth

  • თუ გსურთ გამოეხმაუროთ თემას გაიარეთ ავტორიზაცია
გამოხმაურებები არ არის

#1
𝕮𝖔𝖚𝖓𝖙𝖊𝖘𝖘 𝕲𝖗𝖊𝖞

𝕮𝖔𝖚𝖓𝖙𝖊𝖘𝖘 𝕲𝖗𝖊𝖞

    Dook-dook

  • Administrator
  • 219 posts
  • სახელი:თეა

ესაა ხალხი, ვინც თაყვანს სცემს ბნელ ესთეტიკას, მაგრამ ამავდროულად თაყვანს სცემს ვიდეო თამაშებს, კომიქსებს, კონვენციებს, ანიმეს, ქოსფლეის, და ყველაფერ სამეცნიერო ფანტასტიკასთან ან წიგნთან დაკავშირებულს, იქნება ეს ინფორმაცია თუ ფიქციური ლიტერატურა. ბევრი, თუ არა პრაქტიკულად ყველა გოთი ერთობა ქოსფლეით, როლფლეით, კითხვით, ფანტასტიკით და სამეცნიერო ფანტასტიკით (მაგ. Cyber, Romantic, Fairy, Medival, Victorian Goth და სხვა), მაგრამ Geek გოთი სხვა დონეზე აყენებს ამას. გოთების ეს კატეგორია ჩაცმულობას დიდ მნიშვნელბას არ ანიჭებს, თუმცა მათ მოსწონთ თმის არაბუნებრივ ფრად შეღებვა და მუქი მაკიაჟის ტარება. უბრალო მაისური ფავორიტი ჯგუფის გამოსახულებით და შავი შარვალი მათთვის საკმარისია, პირსინგებთან და შესაძლოა სათვალეებთან ერთადაც, თუკი აქვთ. ამ ტიპის გოთების ძირითადი მახასიათებელია შეპყრობილობა ვიდეოთამაშებით და როლფლეით, ასევე ბეჭდების მბრძანებლის ან რამე ამგვარის ფანად ყოფნა.

როგორც ზემოთაა აღნიშნული, ჩაცმულობის ყველაზე გავრცელებული ტიპია მაისური ან პერანგი საყვარელი ჯგუფის გამოსახულებით, თამაშის პერსონაჟით ან მახვილგონივრული გამონათქვამით, შარვალთან და ყელსაბამთან ან საყელურთან ერთად. სათვალეები აუცილებელი არაა, მაგრამ ისინი უდაოდ ხდიან „Geek“ შესახედაობას ოდნავ უფრო თვალსაჩინოს.

Geek Goth.png Geek Goth.jpg

გაქვთ მსგავსი თვისებები?

გიყვართ ვიდეო თამაშები (RPG ან MMORPG)

გიყვართ ანიმე, მანგა ან სხვა კომიქსები
მოგწონთ ტექნოსმაგვარი მუსიკა ან
Voltaireს მსგავსი შემსრულებლები

მოგწონთ უბრალო პერანგის და შარვლის ტარება განსხვავებით ზედმეტად დახვეწილი ტანსაცმელისა
მოგწონთ როლფლეი და (ან
ქოსფლეი

მოგწონთ ფანტასტიკური ან სამეცნიერო-ფანტასტიკური რამეები როგორიცაა დოქტორი ვინ ან ბეჭდების მბრძანებელი
 
ესაა მხოლოდ მცირე ჩამონათვალი  იმის გასარკვევად
გაქვთ თუ არა  მსგავსი ინტერესებირამაც შასაძლოა გაგრძნობინოთ სიახლოვე გოთების ამ კატეგორიასთან.  

გახსოვდეთ, არ არსებობს წესები, თუ რა კრიტერიუმებში უნდა ჯდებოდე, რომ გოთურ სუბკულტურას მოერგო. თქვენ შესაძლოა შეურიოთ ასპექტები სხვადასხვა კატეგორიებიდან და შექმნათ საკუთარი, ან მიჰყვეთ ერთ კონკრეტული სტილს, რომელიც ნამდვილად მოგწონთ. არჩევანი თქვენზეა!

 
წყარო: gothtypes.wikia.com, ნათარგმნი და ჩასწორებულია ჩემს მიერ, თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია გაქვთ მომაწოდეთ თარგმანის თქვენეული გაუმჯობესებული ვერსია, yeah! :3


tumblr_ovuint8XTM1tf637uo1_1280.gif

When life gives you lemons, read them.












თემები მსგავსი ნიშნულებით: geek, გოთი, geek goth

თემას ათვალიერებს 0 მომხმარებელი

0 მომხმარებელი, 0 სტუმარი, 0 ფარულად შემოსული