Jump to content

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება forum.gothic.geზე!
იმისთვის, რომ სრულყოფილად შეძლოთ ფორუმით სარგებლობა (გახსნათ თემები, გამოეხმაუროთ უკვე გახსნილ თემებს და ასე შემდეგ), საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ თქვენ უკვე გავლილი გაქვთ რეგისტრაცია, შეგიძლიათ გაიაროთ ავტორიზაცია.

მოწონებული


#96 წითელქუდა ცნობილი მწერლების ავტორობით

Posted by Kaen on 24 August, 2013. 22:38:23

ჯოან როულინგი

 

წითელქუდამ დააძრო კალათიდან ჯადოსნური ჯოხი, მგელი კბილის პროთეზად აქცია და ნამცხვრებთან ჩადო კალათაში, ბებიას გამოადგებაო.

 

 

:lol: :D


  • 𝕮𝖔𝖚𝖓𝖙𝖊𝖘𝖘 𝕲𝖗𝖊𝖞 likes this


#94 წითელქუდა ცნობილი მწერლების ავტორობით

Posted by 𝕮𝖔𝖚𝖓𝖙𝖊𝖘𝖘 𝕲𝖗𝖊𝖞 on 24 August, 2013. 17:45:59

Attached File  წითელქუდა.jpg   34.63KB   1248 ჩამოტვირთვაAttached File  მგელი.jpg   36.43KB   736 ჩამოტვირთვა

ედგარ ალან პო

 

ერთი უდაბური და უღრანი ტყის პირას, რომელსაც სქელი, მრუმე ბურუსი ფარავდა, ეხვეოდნენ ავისმომასწავებელი ბნელი ღრუბლები და თითქო სასიკვდილოდ განწირული ხმით კიოდა ქარი, მისტიურ შფოთში ცხოვრობდა წითელქუდა.

 

გი დე მოპასანი

 

მგელი შეხვდა მას. სწორედ ისეთი განსაკუთრებული მზერით შეათვალიერა, როგორითაც გამოცდილი პარიზელი გარყვნილი ახალგაზრდა შეხედავს პროვინციელ ლამაზმანს, რომელიც ცდილობს თავი უმანკოდ მოაჩვენოს. მაგრამ ყმაწვილკაცს ქალიშვილზე მეტად არ სჯერა მისი უმანკოების და უკვე ხედავს, როგორ იხდის ნელ-ნელა ტანზე, ქვედაბოლოები მსუბუქად ეცემა ძირს და გამჭირვალე პერანგში მოჩანს მისი სხეულის ვნებიანი მოხაზულობები.

 

ჯეკ ლონდონი

 

მაგრამ ის თავისი რასის ღირსეული შვილი იყო. მის ძარღვებში ჩქეფდა ჩრდილოელი დამპყრობლების ძლიერი სისხლი. ამიტომ, თვალისდაუხამხამებლად ეკვეთა მგელს, გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა და კლასიკური აპერკოტით გაამყარა. მგელი შეშინებული გაიქცა. წითელქუდამ თვლი გააყოლა თავისი განუმეორებელი, მომხიბვლელი ღიმილით.

 

უილიამ შექსპირი

 

ვჭამო თუ არ ვჭამო? საკითხავი, აი, ეს არის.

 

რედიარდ კიპლინგი

 

- ჩვენ ერთი სისხლისანი ვართ - შენ და მე! - გასძახა წითელქუდამ მგელს, - იღბლიანად გენადიროს!

 

ონორე დე ბალზაკი

 

მგელმა ბებიის სახლს მიაღწია და დააკაკუნა. კარი გაკეთებული გახლდათ მე-17 საუკუნეში უცნობი ხელოსნის მიერ. მან კარი გამოთალა იმ დროისთვის ძალზედ მოდური კანადური მუხისგან, მისცა მას კლასიკური ფორმა და ჩამოჰკიდა რკინის ანჯამებზე, რომლებიც, თავის დროზე იქნებ კარგად მუშაობდნენ კიდეც, მაგრამ ახლა საშინლად ჭრიალებდნენ. კარზე არ იყო არავითარი ორნამენტები და ჩუქურთმები, მხოლოდ მარჯვენა, ქვედა კუთხეში ოდნავ ემჩნეოდა პატარა ნაფხაჭნი, რომელზეც ამბობდნენ, რომ თავად სელესტენ დე  შავარდმა - მარია ანტუანეტას ფავორიტმა და წითელქუდას დიდი ბაბუის ბიძაშვილის შვილიშვილმა, გაფხაჭნაო დაშნით. სხვა მხრივ კი კარი ჩვეულებრივი იყო და არ ღირს მასზე დაწვრილმანება.

 

ოსკარ უაილდი

 

მგელი: მომიტევეთ, თქვენ ჩემი სახელი არ იცით, მაგრამ...

ბებია: ოჰ, ამას რა მნიშვნელობა აქვს. დღევანდელ საზოგადოებაში კეთილი სახელით ის სარგებლობს, რომელსაც საერთოდ არ აქვს ის. რით შემიძლია დაგეხმაროთ?

მგელი: საქმე რაშია... ძლიერ ვწუხვარ, მაგრამ მე გესტუმრეთ, რათა მიგირთვათ.

ბებია: შესანიშნავია. რა ენამოსწრებული ჯენტლმენი ბრძანდებით.

მგელი: ვწუხვარ, რომ სერიოზულად მიწევს ამის თქმა.

ბებია: ეს კი თქვენს გონებამახვილობას განსაკუთრებულ ელფერს აძლევს.

მგელი: მოხარული ვარ, რომ სერიოზულად არ განეწყვეთ იმ ფაქტის მიმართ, რომელიც ეს-ესაა შეგატყობინეთ.

ბებია: დღესდღეობით სერიოზულ მოვლენებთან სერიოზული დამოკიდებულება უგემოვნების მანიშნებელია.

მგელი: მაშ, რაღა უნდა აღვიქვათ სერიოზულად?

ბებია: რა თქმა უნდა, სისულელეები. მაგრამ თქვენ აუტანელი ხართ.

მგელი: და როდისაა მგელი ასატანი?

ბებია: როდესაც თავს გვაბეზრებს კითხვებით.

მგელი: და ქალი?

ბებია: როდესაც ვერავინ მიუჩენს თავის ადგილს.

მგელი: მკაცრად სჯით საკუთარ თავს.

ბებია: თქვენი მოკრძალებული იმედი მაქვს.

მგელი: შეგიძლიათ მენდოთ. არავის გავუმხელ ერთ სიტყვასაც კი (ჭამს ბებიას).

ბებია (მგლის მუცლიდან): დასანანია, რომ იჩქარეთ. სწორედ ახლა ვაპირებდი ერთი ჭკუის სასწავლებელი ამბის მოყოლას.

 

ერიხ მარია რემარკი

 

- მოდი ჩემთან, - უთხრა მგელმა.

წითელქუდიანმა ქალმა ორ პატარა ჭიქაში კონიაკი ჩამოასხა და მგლის ლოგინზე ჩამოჯდა. ისინი გრძნობდნენ კონიაკის ნაცნობ არომატს. მასში იყო სევდა და დაღლილობა - სევდა და დაღლილობა მიმქრალი ბინდისა. კონიაკი თავად ცხოვრება იყო.

- რა თქმა უნდა, -თქვა ქალმა, - არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს. მე მომავალი არ გამაჩნია.

მგელი დუმდა. ის ეთანხმებოდა.

 

წყარო: verzonti.wordpress.com: 

 

ჩემი დანამატი:

 

მარკ ტვენი

 

ტყეში შესულ წითელქუდას თავმომწონედ გადაუდგა წინ კოპწია, ბეწვგადავარცხნილი მგელი და ალმაცერად შეხედა მის ჭუჭყიან წითელ ქუდს. წითელქუდამაც თავის მხრივ ზიზღით შეათვალიერა პრანჭია მგელი.

- გზიდან ჩამომეცალე!

- კიდევ რა გინდა?! ტყე ჩემია და გზის რომელ ნაწილზეც მინდა, იმაზე ვიდგები!

- ბებიაჩემს ვეტყვი, რომ შენს გამო დამაგვიანდა მასთან და ის გიჩვენებს სეირს!

- სად ცხოვრობს ბებიაშენი? ჯერ შენ დაგბეგვავ და მერე მაგასაც ზედ დაგაყოლებ!

 

ჯოან როულინგი

 

წითელქუდამ დააძრო კალათიდან ჯადოსნური ჯოხი, მგელი კბილის პროთეზად აქცია და ნამცხვრებთან ჩადო კალათაში, ბებიას გამოადგებაო.

 

მერი შელი

 

ეული, შიმშილისგან არაქათგამოცლილი და დასუსტებული მგელი ტყეში დახეტიალობდა, როდესაც წითელქუდა შენიშნა. მშვენიერი, სათნო არსება, სანოვაგით სავსე კალათით ხელში. მგელი გაუბედავად, ბარბაცით წავიდა მისკენ, რათა ის ადამიანური სითბო და მზრუნველობა ეთხოვა მისთვის, არასდროს რომ არ ღირსებია. წითელქუდას ფერი წაუვიდა მისი დანახვისას, იკივლა და გაიქცა. კალათიდან რაღაც წიგნაკი ამოუვარდა. მგელმა წიგნაკს პირი დაავლო და დაედევნა, რათა აეხსნა, რომ მისთვის არაფრის დაშავებას არ აპირებდა და მხოლოდ მეგობრობა სურდა, და წიგნაკიც დაებრუნებინა. ამ დროს წითელქუდას კივილზე მონადირე გამოჩნდა. დაინახა, რომ უმწეო გოგონას საშინელი, მახინჯი, გოლიათური აღნაგობის მხეცი მისდევდა და დაუყოვნებლივ თოფს სტაცა ხელი. თოფმა იჭექა. ფერდში დაჭრილი მგელი გამწარებული გაიქცა. შეუსვენებლივ გარბოდა, სანამ არ დარწმუნდა, რომ მდევარი ჩამოიტოვა და უსაფრთხო ადგილს მიაღწია. ბალახზე დაწვა, ჭრილობა გაილოკა, ტირილით გული იჯერა და წიგნაკი გადაშალა, სადაც ბებიას მისამართი აღმოაჩინა. მგელი შურისძიების სურვილით აინთო.

- მე მხოლოდ მეგობარი, ოჯახის წევრი მინდოდა, წითელქუდამ კი იკივლა და გაიქეცა ჩემი საზარელი გარეგნობის გამო, არც კი უცდია შეეჩერებინა მონადირე, რომელიც ჩემს მოკვლას ცდილობდა. რატომ? რისთვის მექცევიან ადამიანები ასე სასტიკად? მაშ, რადგან ყველამ მარტოობისთვის და საზარელი ტანჯვისთვის გამწირა, მე მოვკლავ ბებიას, და წითელქუდაც გაიგებს მარტოობის და ტანჯვის გემოს.

 

სტეფანი მეიერი

 

გიგანტურმა მგელმა საზარლად დაიყმუვლა და ისკუპა ბებიასკენ, რომელიც მართალია უკვე 108 წლის იყო, მაგრამ გარეგნულად კვლავ 18 წლის გოგონას ჰგავდა. ბებია სწრაფად გახტა განზე. თვალები ჩაშავებოდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ დიდი ხანია, არავისთვის არ ეკბინა. მგელი ისევ თავდასხმისთვის მოემზადა. მგელი და ბებია ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და იღრინებოდნენ. ბებია მომზადებული ელოდა მასზე ძლიერი, მაგრამ ახალგაზრდა და გამოუცდელი მოწინააღმდეგის თავდასხმას. გრძელ ქერა თმას ნიავი უფრიალებდა. მგელმა მოულოდნელად ისკუპა და ბებიას ყელში სწვდა. გაისმა ქვის ძლიერი ჭახანი, ბებიას ფერმკრთალი, ლამაზი კისრიდან თვალწარმტაცი თავი მოსწყდა და ბალახებში გაგორდა. ფერმკრთალმა ხელებმა ბოლოჯერ სცადეს მგლის გაგლეჯვა და გაშეშდნენ. მსუბუქად დაშავებულმა მგელმა თავმომწონედ დაიყმუვლა.

 

აიზეკ მერიონი

 
მგელმა სველი ნესტოებით ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ფეხათრევით მოარულ წითელქუდას მიაცქერდა, რომელსაც ერთ დროს მშვენიერი წითელი სამოსი ერთიანად დახვრეტილი და დასვრილი ჰქონდა. მგელი ერთხანს მხიარულად ქოშინებდა, შემდეგ კი კბილები დაკრიჭა და მისი კანჭისკენ ისკუპა.  მგელმა მძლავრად გააქნია თავი და წითელქუდას მოწყვეტილი ფეხი პირში შერჩა, თუმცა წითელქუდასთვის ფეხის დაკარგვა მხოლოდ მცირე კოსმეტიკური პრობლემა იყო და ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ძვლები გააღრჭიალა და მხნედ განაგრძო გზა, წინ ბებიის გემრიელი, წვნიანი, ბებრული მოგონებებით სავსე ტვინი ელოდა.

  • Kaen likes this


#65 Otto Dix

Posted by 𝕮𝖔𝖚𝖓𝖙𝖊𝖘𝖘 𝕲𝖗𝖊𝖞 on 14 August, 2013. 21:17:41

რუსული Darkwave ჯგუფი, რომელიც არსებობს 2004 წლის თებერვლიდან.

 

შემადგენლობა:

Michael Draw - ვოკალი, ტექსტი, დიზაინი, სცენური შოუ.

Marie Slip - ჯგუფის პროდიუსერი და კომპოზიტორი.

Paul Kristofferson - (Drums)

 

ყოფილი წევრები

Petr Voronov - (electro-violin)

 

ჯგუფის სახელწოდება უკავშირდება გერმანელი მხატვრის - Otto Dix-ის სახელს.

ჟანრები: Dark Wave, Industrial, EBM.

ოფიციალური საიტი: ottodix.ru

 

http://www.hematopha...nto_My_Arms.mp3 Into My Arms

http://www.hematopha...Dix_-_Вальс.mp3 Вальс


  • Kaen likes this


#55 Eva Green

Posted by Kaen on 14 August, 2013. 17:22:54

Attached File  Eva_Green.jpg   27.71KB   713 ჩამოტვირთვა

ამ ფოტოზე ძაან სექსია :3


  • 𝕮𝖔𝖚𝖓𝖙𝖊𝖘𝖘 𝕲𝖗𝖊𝖞 likes this


#49 ვეძებ...

Posted by Kaen on 13 August, 2013. 23:53:38

არადა ზოგს გამოსდის  :| ჰმ... არადა რა კარგი ტრიუკი ვიცოდი გვარის გასაქრობად. :( მაშინ რამე პროგრამის ცდა მომიწევს.

http://www.zend2.com/


  • 𝕮𝖔𝖚𝖓𝖙𝖊𝖘𝖘 𝕲𝖗𝖊𝖞 likes this


#44 ვეძებ...

Posted by Kaen on 13 August, 2013. 14:26:52

მოგესალმებით, ამ თემაში თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ, თუ რას ეძებთ და ვერ პოულობთ ინტერნეტში და დავეხმაროთ ერთმანეთს :) ამ თემას პირად კონტროლზე ავიყვან და მაქსიმალურად შევეცდები ყველა თქვენგანის თხოვნა ავასრულო...

P.S: თემას თუ აპინავს ადმინი კარგი იქნება  :|


  • 𝕮𝖔𝖚𝖓𝖙𝖊𝖘𝖘 𝕲𝖗𝖊𝖞 likes this


#38 მიმოხილვა

Posted by 𝕮𝖔𝖚𝖓𝖙𝖊𝖘𝖘 𝕲𝖗𝖊𝖞 on 11 August, 2013. 02:19:15

მე და შენც ხშირად ვკმათობთ, მაგრამ ეგ იმას ხომ არ ნიშნავს რომ ერთმანეთს ვხოცავთ?  :|

კამათი საჭიროა ფორუმისთვის, ინტრიგა კი ყველაფერს სჭირდება, მით უფრო ფორუმს, ფორუმი არის იგივე შოუ, რომელსაც აკვირდება ფორუმის დამთავალიერებელი, რაც მეტი საინტერესო ადამიანი პოსტავს მით მეტად საინტერესო დისკუსია და კამათი იქმნება... ჩემი აზრით ეს ყველა ფორუმს სჭირდება და არც ესაა გამონაკლისი.  :)

ბევრი ფორუმი სამხეცეს ჰგავს  :D ბლოგებიც... და ა.შ.


  • Kaen likes this


#30 ხალხი და სამყარო

Posted by Kaen on 11 August, 2013. 01:42:20

 

ქრისტიანის ვალია, თავგანწირვით უყვარდეს მოყვასი და არ განიკითხოს იგი. უფლის წინაშე ყველა საკუთარი ცოდვების გამო აგებს პასუხს. შენც შენს თავს მიხედე, განერიდე ბოროტებას.

 

* * *

ნუ ხედავ დირეს სხვის თვალში და ნუ განიკითხავ ცოდვილს ნურც გულში და ნურც სიტყვით. არამედ გაიხსენე საკუთარი ცოდვები და გულმოდგინედ მოინანიე. საკუთარი თავი ყველა ცოდვილზე უარესად მიიჩნიე.

 

* * *

ადამიანისადმი უპატივცემულობა შემოქმედს შეურცხყოფს. ამიტომ არ გაბედო ასეთი სიტყვების თქმა: მე არ მომწონს ამ ადამიანის სახე, თუმცა, შესაძლოა, შინაგანად კარგი ადამიანი იყოს.

ამგვარი შეფასება არის სატანური სიძულვილი ღვთის ქმნილებისადმი, ეშმაკისთვის საამური. გახსოვდეს, რომ ყოველი კაცი ღვთის ხატია და უფლის მთელი სიდიადე მის გულში მკვიდრობს. ჩვენ ვხედავთ ადამიანების სახეს, უფალი კი მათ გულს.

 

* * *

გულში ბოროტება არ ჩაიდო არავის და არაფრის გამო. არასოდეს შეიძულო მოყვასი: ''ყოვლისა წინა ურთიერთს სიყუარული განმარტებული გაქუნდინ. რამეთუ სიყუარულმან დაჰფარის სიმრავლე ცოდუათა'' (1 პეტრ. 4,8).

 

* * *

თუ გინდა მორჩილება სათნოებით ჭეშმარიტად შეიმოსო, თავი ყველაზე უმდაბლეს არსებდ მიიჩნიე. რაკი შენ ყოველჟამს თელავ უფლის კანონს, მაშასადამე, თვით უფალს შეურაცხყოფ.

 

* * *

ხშირად გაიხსენე, რომ ბოროტება შენშია და არა სხვაში. ასეთი გულწრფელი მტკიცებით თავს დაიცავ მრავალი ცოდვისა და ვნებისგან. ჩვენი უბედურება ხშირად ისაა, რომ საკუთარ ცოდვას სხვებს ვაწერთ.

 

* * *

ღმერთი მრავლისმომთმენი და მოწყალეა, რასაც შენ არაერთგზის შეიგრძნობ. შენც იყავი მრავლისმომთმენი და მოწყალე მოყვასის მიმართ, შეასრულე მოციქულის სიტყვა, რომელიც სიყვარულის შესახებ ამბობს: ''სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ, სიყუარულსა არა ჰშურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის'' (კორ. 13,4). თუ გსურს, რომ სიყვარულით დაგატკბოს უფალმა, მაშ, შენც დაატკბე სხვათა გულები სიყვრულით და ალერსინი მოპყრობით.

 

* * *

იყავი რაც შეიძლება მორიდებული, მორჩილი და უბრალო. ჩათვალე, რომ ყველაზე ცოდვილი და უძლური ხარ. თქვი, ცოდვილთაგან პირველი მე ვარ. გახსოვდეს, რომ სიამაყიდან წარმოსდგება მედიდურობა, ცივი, ყოველგვარ გულწრფელობას მოკლებული ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვინც ჩვენზე დაბლა დგას ანდა ვისგანაც სარგებელს ველით.

 

* * *

ნუ გაღიზიანდები მათზე, ვინც შეურაცხგყოფს. ნუ ესწრაფვი მოყვასში დაინახო ცოდვა და განიკითხო, როგორც გვჩვევია ხოლმე. უფალთან ყველა თავის თავზე აგებს პასუხს; თითოეულს აქვს სინდისი, თითოეულს ესმის ღვთის სიტყვა; წმინდა წიგნებით ან გადმოცემებით იცის უფლის ნება. ბოროტი მიზნით ნუ შეხედავ სხვების, განსაკუთრებით კი, უფროსების ცოდვებს. მათთან შენ არაფერი გესაქმება. ''ვიცი და მრწამს უფლისა იესოს მიერ, რამეთუ არა რაი შეგინებულ არს თავით თვისით; გარნა თუ რომელი იგი შევინმეჰრაცხოს, შეგინებულად, იგი არს შეგინებულ'' (რომ. 14,4). შენ შენი ცოდვები, შენი გული გამოასწორე.

 

''კანდელი''

წმიდა იოანე კრონშტადტელი

 

კარგი სიტყვებია...


  • 𝕮𝖔𝖚𝖓𝖙𝖊𝖘𝖘 𝕲𝖗𝖊𝖞 likes this


#282 sketchtoy.com

Posted by Kaen on 19 September, 2015. 17:23:12

ტიპიური 70 იანების ვარცხნილობა :დ http://sketchtoy.com/65907113


  • 𝕮𝖔𝖚𝖓𝖙𝖊𝖘𝖘 𝕲𝖗𝖊𝖞 likes this


#272 ეგზორციზმი

Posted by უბრალოდ მწვანე on 20 June, 2015. 13:20:50

ეგზორციზმი- დემონის ან სულის განდევნა ადამიანისგან ან რაიმე ადგილსგან,  დემონი  არის ზებუნებრივი ძალა, ბოროტი სული რომელიც მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან  "დაიმონ" და ღმერთსა და ადამიანს შორის მდგარ არსებას ნიშნავს.

ეგზორცისტი ხშირად არის მღვდელი ან რომელიმე სასულიერო წოდბის პირი... თუმცა გვხვდებიან ისეთი ეგზორცისტებიც რომლებსაც სასულიერო წოდება არ გააჩნიათ.  ეგზორციზმის რიტუალის დროს იყენებენ წმინდა წყალს, (ნაკურთხ წყალს) , საკმეველს, მარილს, ჯვრებს, ლოცვებს, და სხვა..

 

ეგზორცისტი მშობლიურ ან ლათინურ ენაზე კითხულობს სხვადასხვა ლოცვებს, გამოსახავს ჯვარს და ხელს ადებს შეპყრობილს. ეგზორცისტი მოუხმობს დემონს, რათა ქრისტეს სახელით განდევნოს იგი. ეგზორციზმის სეანსები იქამდე გრძელდება, ვიდრე ეშმაკი ადამიანის სხეულს არ დატოვებს.

მართლმდადიდებლური წესის თანახმად, ასეთ დროს ეგზორცისტისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ის, რომ შესაძლებელია, პროცესის განმავლობაში მას თავად ”ჩაუსახლდეს დემონი” (თავად აღმოჩნდეს მსხვერპლის როლში), ამიტომ აუცილებელია, რომ ადამიანი, რომელიც ატარებს აღნიშნულ რიტუალს, რაც შეიძლება წმინდა (ნაკლებად ცოდვილი) და თავის რწმენაში  დარწმუნებული იყოს. 

თავად  ეგზორციზმის რიტუალირამდენიმე საფეხურისგან შედგება:  

ყოფნა (დასწრება): ეგზორცისტის და მის დამხმარეებს გაცნობიერებული აქვთ, რომ ისინი პირისპირ რჩებიან მათთვის უცნობ არსებასთან. ყველა ღონისძიება, რომელსაც აღნიშნული არსება იღებს მათ წინააღმდეგ, მსხვერპლის უშუალო ქმედებეში გამოიხატება. ეგზორცისტის პირველ და უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს, დააზუსტოს ვისთან აქვს საქმე და რაც მთავარია, გაიგოს მისი სახელი (როგორც წესი ეს ყველაზე რთული საფეხურია).

გატეხვა: ეს არის მომენტი, როდესაც ეშმაკს ”ნიღაბს ხსნიან”, ხდება მისი ”გამოტეხვა/გამოაშკარავება”. ამ დროს იწყება სრული პანიკა, დაბნეულობა, რომელიც გამოიხატება ყვრილში, თვითდაშავებაში, ხავილში და ა.შ. შემდეგ ის იწყებს უშუალოდ მსხვერპლთან საუბარს და თავს არიდებს ეგზორცისტთან კონტაქტს.

ხმა: ეს წინა პუქტის ერთ-ერთი თანმდევი ნაწილია, როდესაც დემონი გამოსცემს ენით აუწერელ ხმას, ადამიანისთვის ყოვლად აუტანელს, ამიტომ ვიდრე დემონი არ გაჩუმდება, იქამდე რიტუალი არ გრძელდება (შეუძლებელია გაგრძელება).

 

გატეხვა: ეს არის მომენტი, როდესაც ეშმაკს ”ნიღაბს ხსნიან”, ხდება მისი ”გამოტეხვა/გამოაშკარავება”. ამ დროს იწყება სრული პანიკა, დაბნეულობა, რომელიც გამოიხატება ყვრილში, თვითდაშავებაში, ხავილში და ა.შ. შემდეგ ის იწყებს უშუალოდ მსხვერპლთან საუბარს და თავს არიდებს ეგზორცისტთან კონტაქტს.

ხმა: ეს წინა პუქტის ერთ-ერთი თანმდევი ნაწილია, როდესაც დემონი გამოსცემს ენით აუწერელ ხმას, ადამიანისთვის ყოვლად აუტანელს, ამიტომ ვიდრე დემონი არ გაჩუმდება, იქამდე რიტუალი არ გრძელდება (შეუძლებელია გაგრძელება).

შეჯახება: ეს არის მომენტი, როდესაც დემონი ჩუმდება, რაც ფაქტიურად ნიშნავს, რომ ზეციურმა ძალამ გაიმარჯვა. ამ მომენტში ეგზორცისტი ერთი–ერთზე რჩება დემონთან ბრძოლაში და ცდილობს, მასზე, რაც შეიძლება დიდი ინფორმაცია მოიპოვოს იმისთვის, შესაძლებელი გახდეს ეშმაკის კონტროლი. დემონსა და მსხვერპლს შორის საკმაოდ მყარი კავშირი არსებობს, ვინაიდან დემონს სჭირდება ადგილი, სადაც ის იარსებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ჯოჯოხეთში დაბრუნება მოუწევს. (თავისი არსით, დემონი  ჯოჯოხეთის გარეთ არსებობისთვის იბრძვის.)

განდევნა/გაძევება: ეს არის ღვთის ნების გამარჯვება, ტრიუმფი. ეშმაკი ტოვებს სხეულს იესოს სახელით.

 

 

წყარო  ... http://www.frontnews...ა-და-რელიგიებში


  • 𝕮𝖔𝖚𝖓𝖙𝖊𝖘𝖘 𝕲𝖗𝖊𝖞 likes this


#26 მიმოხილვა

Posted by 𝕮𝖔𝖚𝖓𝖙𝖊𝖘𝖘 𝕲𝖗𝖊𝖞 on 8 August, 2013. 00:55:47

პირველი რჩევა, ცოტა მეტიინტრიგა და ცოტა მეტი საკამათო თემა მეორეს მერე დავწერ   :მიჯნური:

ნუ, მეტწილად მსურს ეს ფორუმი ხელოვნებას და კინოს მივუძღვნა, არ მინდა ისეთი თემები გავხსნა, რომ ფორუმი ტატამად გადავაქციო.  :D  მაგრამ ეს ხალხი ყველაფერზე ღიზიანდება...

ინტრიგა? ანუ? კამათი ყველაფერზე შეიძლება (ხალხს ისეთ დღეში აქვს ნერვები, რა გააძლებინებთ უკამათოდ, დამღალა ამდენმა ღრენამ უკვე).  :ნაწყენი:


  • Kaen likes this


#243 101 ვარსკვლავი, რომელთა შიშველი ფოტოებიც ინტერნეტში გავრცელდა

Posted by 𝕮𝖔𝖚𝖓𝖙𝖊𝖘𝖘 𝕲𝖗𝖊𝖞 on 2 September, 2014. 20:02:04

ცნობილია, რომ ჰაკერებმა ვარსკვლავების კომპიუტერები და მობილური ტელეფონები გატეხეს და მათი ინტიმური ფოტოები ინტერნეტში განათავსეს. ფოტოები თავდაპირველად ინტერნეტ ფორუმ „4CHAN“-ზე გამოჩნდა სახელწოდებით „101 შიშველი სელებრითი“.

ფოტოების უმრავლესობაზე ვარსკვლავები სელფს ძალზე პიკანტურ სიტუაციებში იღებდნენ. მაგალითად მელისა ბენოისტი ზოგიერთ ფოტოზე სექსით არის დაკავებული, ცნობილი მსახიობი კირსტენ დანსტი კამერის წინ მკერდს აჩენს, შიშველი ჯენიფერ ლოურენსი კი საკმაოდ უხერხულად პოზირებს.

როგორც უცხოური საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები ირწმუნებიან, ინფორმაციის გაჟონვის მიზეზი სერვის iCloud-ის გატეხვაა.  ვარაუდობენ, რომ ეს აშშ-დან, TehSemyonov-ის ნიკის მქონე ჰაკერმა გააკეთა. ის ავრცელებს ფოტოებს ინტერნეტში და მსურველებს სთავაზობს ახალი ფოტოებისთვის ბიტკოინით გადაიხადონ. ჰაკერმა ქსელში გაავრცელა ეროტიული ვიდეო ქეით აპტონის მონაწილეობით და განაცხადა, რომ ბიტკოინით ანგარიშსწორების შემთხვევაში დადებდა ანალოგიურ ვიდეოს ჯენიფერ ლოურენსის მონაწილეობით.
ბევრმა ვარსკვლავმა უკვე საჯაროდ აღიარა, რომ ფოტოები  ნამდვილია. მაგალითად ასე მოიქცა მერი უინსტედი, რომლის თქმითაც, გამოქვეყნებული ფოტოები  რამდენიმე წლის წინ, მეუღლესთან  ერთადაა გადაღებული.

ფოტოების ავთენტურობა აღიარა ჯენიფერ ლოურენსის წარმომადგენელმაც, რომლის თქმითაც, ლოურენსის იურისტებმა უკვე მიმართეს საგამოძიებო ორგანოებს დამნაშავის დაკავების მოთხოვნით.

მათი განცხადებით, აღნიშნულ ქმედებაზე პასუხის გაცემა არა მხოლოდ ჰაკერებს, არამედ მათაც მოუწევთ, ვინც აღნიშნული ფოტოები გაავრცელა. 

პოლიცია და FBI ამ დროისთვის ბოროტმოქმედს ან ბოროტმოქმედთა ჯგუფს ეძებს. მათი განცხადებით, დამნაშავეებს მსხვილი ფინანსური ჯარიმები და ხანგრძლივი პატიმრობა ელოდებათ.

 

გთავაზობთ დაზარალებულთა სრულ სიას

1. AJ Michalka

2. Aly Michalka

3. Allegra Carpenter

4. Abigail Spencer

5. Alana Blanchard

6. Alexa Jane

7. Angelina McCoy

8. Anna ONeill

9. Ashley Blankenship

10. Aubrey Plaza

11. Abby Elliot

12. Annalynn McCord

13. Avril Lavigne

14. Amber Heard

15. Becca Tobin

16. Brie Larson

17. Brittany Booker

18. Candace Smith

19. Candice Swanepoel

20. Cara Delevigne

21. Carley Pope

22. Carmella Carcia

23. Carrie Michalka

24. Cat Deely

25. Carly Foulkes

26. Chloe Dykstra

27. Clare Bowen

28. Dove Cameron

29. Elena Satine

30. Elle Evans

31. Ellenore Scott

32. Emily Browning

33. Emily DiDonato

34. Emily Ratjkowski

35. Erin Cummins

36. Erin Bubley Heatherton

37. Farrah Abraham

38. Gabrielle Union

39. Gabi Grecko

40. Hayden Panettiere

41. Hope Solo

42. Heather Marks

43. Hillary Duff

44. Jacqueline Dunford

45. Janelle Ginestra

46. Jennifer Lawrence

47. Jessiqa Pace

48. Jessica Dunford

49. Jessica Ricardi

50. Jesse Golden

51. Jojo

52. Joanna Krupa

53. Jenny McCarthy

54. Josie Loren

55. Joy Corrigan

56. Kaley Cuoco

57. Kaime Oteter

58. Kate Upton

59. Kate Bosworth

60. Kelly Brook

61. Keke Palmer

62. Kim Kardashian

63. Kirsten Dunst

64. Krysten Ritter

65. Lake Bell

66. Laura Ramsey

67. Lea Michele

68. Leelee Sobieski

69. Leven Rambin

70. Lisa Kelly

71. Lisalla Montenegro

72. Lindsay Clubine

73. Lizzy Caplan

74. Mary Kate Olsen

75. Mary Elizabeth Winstead

76. McKayla Maroney

77. Melissa Benoist

78. Meagan Good

79. Megan Boone

80. Michelle Keegan

81. Mikayla Pierce

82. Misty Treanor

83. Nina Stavris

84. Rachel Nichols

85. Rihanna

86. Sarah Shahi

87. Sahara Ray

88. Sarah Schneider

89. Scarlett Johansson

90. Selena Gomez

91. Shannon McNally

92. Tameka Jacobs

93. Teresa Palmer

94. Uldouz

95. Vanessa Hudgens

96. Victoria Justice

97. Wailana Geisen

98. Wynona Ryder

99. Yvonne Strahovski

100, 101 Allison Brie & Dave Franco

 

ფოტოებს არ ვდებ, გარკვეული მიზეზების გამო, იმედია, იმედი არ გაგიცრუეთ.  :D


  • Kaen likes this


#231 სიახლეები

Posted by 𝕮𝖔𝖚𝖓𝖙𝖊𝖘𝖘 𝕲𝖗𝖊𝖞 on 5 June, 2014. 11:33:53

Ladies & Gentlemen  :მომღერალი:  ამ თემაში დავწერ ფორუმის სიახლეებს

 

დავიწყებ ჩემი ე. წ. ნიკით, რომელიც იმიტომ არ ბრჭყვიალებს, რომ ვამპირი ვარ  :D ეს იმის დამსახურებაა, რომ ახლა უკვე შესაძლებელია ფორუმზე ნიკის ფერის, ზომის, ფონტის და ა. შ. შეცვლა (სამწუხაროდ ჯერ ვერ მოვახერხე თითოეული ასოს ფერის შეცვლა ნიკში).

სპეციალური მადლობა Kaenს, რომელიც ბევრჯერ დამეხმარა.  :ანგელოზი:

 

 


  • Kaen likes this


#219 ვუდუ

Posted by 𝕮𝖔𝖚𝖓𝖙𝖊𝖘𝖘 𝕲𝖗𝖊𝖞 on 11 May, 2014. 02:25:28

ვუდუ (კრეოლ. Vudou, ინგლ. Voodoo, პორტუგ. Macumba) — მონოთეისტური რელიგია, წარმოიშვა კარიბის ზღვის კუნძულებზე და წარმოადგენს აფრიკული სპირიტულ–ანიმისტური რელიგიური ტრადიციებისა (ძირ. ბენინიდან) და ევროპული კათოლიციზმის სინთეზს.
ვუდუს სხვადასხვა დამწერლობა ლათინურად მიუთითებს მის წარმომავალობაზე. Voodoo მიუთითებს ახალი ორლეანის კრეოლურ ტრადიციაზე, Vodou მიუთითებს ამ ტრადიციის ჰაიტიურ ვარიანტზე, ხოლო Vodoun კი დასავლეთ აფრიკულია. კუბაზე ამ ტრადიციას ჰქვია La Regla Arara.
ვუდუს ფესვები მომდინარეობს დასავლეთ აფრიკის ფონ–ევესა და იორუბას ხალხებიდან, დასავლეთ ნიგერიიდან აღმოსავლეთ განამდე. ბენინში ვუდუ ეროვნული რელიგიაა, რომელსაც მოსახლეობის 60% მისდევს (დაახ. 4,5 მილიონი ადამიანი). სიტყვა vodún ფონ–ევეს ენაზე სულს ნიშნავს. ვუდუზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ასევე ცენტრალური აფრიკის ტრადიციებმა. კონგოს მაგია, ჩრდ. ჰაიტიზე ცნობილი როგორც ლემბა (თავდაპირველად გავრცელდა ბაკონგოს ტომში), ისევე გავრცელებულია, როგორც დასავლეთ აფრიკული ელემენტები, თუმცა ინფორმაცია მასზე შედარებით უფრო მწირია.
ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ ამ უძველესი ტრადიციების შერევა კათოლიციზმთან მხოლოდ ახალ სამყაროში მოხდა. თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი დოკუმენტები იმაზე, რომ ამგვარი სინთეზი კონგოს იმპერიის რელიგიურ პრაქტიკაშიც მოიძებნება.

 


  • უბრალოდ მწვანე likes this


#21 Blade

Posted by 𝕮𝖔𝖚𝖓𝖙𝖊𝖘𝖘 𝕲𝖗𝖊𝖞 on 8 August, 2013. 00:37:18

ჰო, მაგრამ ის III ნაწილშია, მაგაზე მერე გავხსნი თემას.  :)


  • Kaen likes this


#18 Blade

Posted by 𝕮𝖔𝖚𝖓𝖙𝖊𝖘𝖘 𝕲𝖗𝖊𝖞 on 7 August, 2013. 15:50:24

რეჟისორი: სტეფან ნორინგტონი
პროდიუსერი: პიტერ ფრანკფურტი
მთავარ როლებში: უესლი სნაიპსი, სტეფან დორფი, კრის კრისტოფერსონი
მწარმოებელი: Marvel Enterprises, Amen Ra Films, Imaginary Forces
გამოშვების თარიღი: 21 აგვისტო 1998
ფილმის ხანგრძლივობა: 120 წუთი
ქვეყანა: აშშ
ბიუჯეტი: 45 000 000 $
შემოსავალი: 131 183 53 $
 
სიუჟეტი:
 
ინფორმაცია

 

Blade II

Blade III: Trinity


  • Kaen likes this


#172 ვლად III (დრაკულა)

Posted by 𝕮𝖔𝖚𝖓𝖙𝖊𝖘𝖘 𝕲𝖗𝖊𝖞 on 13 February, 2014. 12:37:13

Attached File  Vlad.jpg   169.16KB   367 ჩამოტვირთვა

ვლად III, ასევე ვლად ცეპეში და ვლად დრაკულა ან უბრალოდ დრაკულა — შეიძლება ითარგმნოს, როგორც „დრაკონის ძე“; (1431—1476) — ვლახეთის მმართველი 1448, 1456 — 1462 და 1476 წლებში. სახელი გაითქვა განსაკუთრებული სისასტიკით, რაც შემდგომში მრავალი ლეგენდის წყარო გახდა. მისი სიკვდილის რამდენიმე ვერსია არსებობს, ერთის მიხედვით, ის ბრძოლაში დაეცა, მეორე ვერსიით იგი შემთხვევით მოკლა თანამებრძოლმა, რადგან ბრძოლის დროს მტერი ეგონა, არსებობს ვერსიაც, რომ ის რუმინელი თავადების მიერ დაქირავებულმა მკვლელმა იმსხვერპლა... უამრავი თქმულება არსებობს ასევე მისი „საგმირო საქმეების“ შესახებაც...

• ერთხელ მან შეკრიბა გაჭირვებული ხალხი, გამოკვება და შემდეგ ჰკითხა, სურდათ თუ არა ტანჯვისგან თავის დაღწევა. მათი ერთსულოვანი დადებითი პასუხის შემდეგ დრაკულამ ისინი შენობაში გამოკეტა და შენობას ცეცხლი მოუკიდა, ამგვარად „იხსნა“ ისინი ტანჯვისგან.

• დრაკულას საყვარელი ჰყავდა, რომელსაც ხშირად უმეორებდა, რომ ტყუილები არ უყვარდა. ერთხელ ქალმა იცრუა, რომ მისგან ფეხმძიმედ იყო, დრაკულამ ის გაფატრა და დაიყვირა: „ხომ გითხარი, რომ ტყუილებს ვერ ვიტან?!“.

• ცნობილია, რომ დრაკულა მტრებს სარზე გასმით სჯიდა. ზოგჯერ ის დასჯილების შორიახლოს საუზმობდა ხოლმე. ერთხელ, ერთმა მსახურმა ვერ გაუძლო გახრწნილი გვამების სიმყრალეს და ცხვირზე ხელი აიფარა. დრაკულამ ბრძანა ის ყველაზე მაღალ სარზე გაესვათ და უთხრა: „ახლა მყრალი სუნი აღარ შეგაწუხებს!“.

• ერთხელ, როდესაც მასთან მისულმა თურქმა ელჩმა ქუდის მოხდა არ ისურვა, დრაკულამ ბრძანება გასცა, მისთვის ლურსმნებით დაეჭედებინათ თავზე ის ქუდი.


  • Kaen likes this


#11 სასარგებლო საიტები

Posted by 𝕮𝖔𝖚𝖓𝖙𝖊𝖘𝖘 𝕲𝖗𝖊𝖞 on 5 August, 2013. 07:45:17

საიტი + მცირე (ან ვრცელი) აღწერა



თუ ტელეფონი ქართულ შრიფტს ვერ კითხულობს, გადადით ამ ბმულზე და გაიგებთ, როგორ უნდა მოიქცეთ.

ეს საიტი საშუალებას მოგცემთ მობილური ოპერატორის ლოგო თქვენთვის სასურველი ტექსტით ჩაანაცვლოთ. თუკი საერთოდ არ გსურთ არანაირი ლოგო, შედით საიტზე და მიჰყევით ინსტრუქციას:
Logo text: - ჩაწერეთ გამოტოვების სიმბოლო

Logo colour: - სულერთია რას აირჩევთ

Logo style: - ესეც სულერთია

Logo size: - 1

Background: - ისევ სულერთია...

მონიშნეთ Transparent, დააჭირეთ Proceed და გადმოწერეთ.
ამის შემდეგ თქვენი ლოგო უბრალოდ გაქრება.


  • Kaen likes this


#109 Facebook Wordpress-ისთვის

Posted by Kaen on 1 October, 2013. 01:51:12

ახლა ვათვალიერებდი Facebook-ზე დეველოპერებისთვის შექმნილ ჩანართებს და ვიპოვე აი ეს, ნუ სერიოზული არაფერია, მაგრამ
ბევრჯერ გაიჟღერა სხვადასხვა ფორუმებზე ასეთმა კითხვამ, თუ როგორ უნდა მივუერთოთ ვორდპრესის საიტი ფაისბუქს და აი ისიც %E1%83%A6%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%


  • 𝕮𝖔𝖚𝖓𝖙𝖊𝖘𝖘 𝕲𝖗𝖊𝖞 likes this


#108 ჰიპები

Posted by Kaen on 29 September, 2013. 10:07:05

 

ჰიპები დიდად არც მე მომწონს ( „ცხოვრობდნენ კომუნებად, რომელშიც სქესობრივი აღვირახსნილობა მეფობდა.

 

 ძირითადად ამის გამო), ისევე, როგორც ემო და პანკი...

გოთიკაში იქნებ ოდესმე მუსიკა იყო წინ წაწეული, მაგრამ ახლა ისეთი მნიშვნელოვანი არაა. მე სწორედ ამიტომ მომწონს: არ მომწონს, მუსიკას დიდ მნიშვნელობას რომ ანიჭებენ ხოლმე...

 

მე სუბკულტურაზე როგორც ცხოვრების წესზე არ ვსაუბრობ, ეგ არ მაინტერესებს, მე ვთქვი ზოგადად კულტურაზე, გოთიკური კულტურა ძალიან მაღალ საფეხურზე დგას.


  • 𝕮𝖔𝖚𝖓𝖙𝖊𝖘𝖘 𝕲𝖗𝖊𝖞 likes this